logo
ENG



თინა ბოკუჩავა: ვაგრძელებთ პიკეტირებას, რომ გავაგრძელოთ წნეხი ქართული ოცნების დეპუტაციაზე 

26 ნოე 201922:01
3 წუთის საკითხავი
 
2nsy1ncahohf1h7.jpg

„ვაგრძელებთ პიკეტირებას, რომ გავაგრძელოთ წნეხი ქართული ოცნების დეპუტაციაზე“, - ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ გააკეთა.

მისი განცხადებით, პროტესტი გრძელდება და რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს გაერთიანებულ ოპოზიციას და საზოგადოებას, მაინც მოიპოვებენ სამართლიან, ნორმალურ არჩევნებს.

„უამრავ ფულს უხდის ადამიანებს ივანიშვილი იმაში, რომ გააკეთოს საზოგადოებრივი კვლევები. ამის დაჯამების შემდეგ მიხვდა, რომ ნებისმიერი ბარიერით იქნება ეს ნულოვანი ბარიერი თუ პატარა პარტიის შექმნის მცდელობა, 2020 წელს ის ვერ შექმნიდა მთავრობას იმიტომ, რომ მას არ ჰყავდა კოალიციური პარტნიორები. ქართული ოცნება ვერ აიღებდა 50 პროცენტს გამორიცხულია, 30 პროცენტსაც ვერ აიღებდა ძალიან კარგად იცის ეს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ ფეოდალური, მაჟორიტარული სისტემით რამენაირად შეინარჩუნოს ძალაუფლება 2020 წლის მიღმა, მაგრამ ეს არის შეუძლებელი. ვაგრძელებთ პიკეტირებას, აქციებს, რომ გავაგრძელოთ წნეხი ქართული ოცნების ე.წ. დეპუტაციაზე. საქართველოს მოსახლეობის მხრიდან იყო მნიშვნელოვანი დაკვეთა, რომ პროპორციული სისტემით არჩევნები ჩაეტარებინათ და მათ ეს არ გააკეთეს, რადგან ივანიშვილის მონურ მორჩილებაში არიან.

ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ შევინარჩუნებთ ერთიანობას, გავაგრძელებთ პროტესტს და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს მოვიპოვებთ იმას, რომ ჩატარდეს სამართლიანი, ნორმალური არჩევნებში, რომელიც არა მონების არჩევის შესაძლებლობას, არამედ დეპუტატების არჩევის შესაძლებლობას მოგვცემს, და ისინი იზრუნებენ ხალხის პრობლემებზე“ , - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


close დახურვა